<br>
#მოდიღამემუზეუმში 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა (შესვლა უფასოა).
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.

18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება!

დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე ► http://gov.ge/s/c0a26


ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი 

21:00 – საზოგადოება ბილიკის ბავშვთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; მოდების ჩვენება საჯარო სკოლების მოსწავლეების და დევნილთა ჩსახლებაში არსებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით. 
22:00 – გორელი მხატვრების გამოფენა 
22:30 – „შავფაროსნების“ საჩვენებელი სანახაობა
23:00 – ცოცხალი მუსიკა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის ზაქარია ჭარუაშვილის შესრულებით 
24:00 – პოეზიის საღამო, მეჯლისი 
01:00 – სადღესასაწაულო ფოიერვერკი 
02:00 – კოსტიუმირებული პერფორმანსი